არენაზეა კოალიცია, უკოალიციოდ – “ხანდაზმულ- თაღლით- მატყუარა-უთავმოყვარეთა ერთობა“

ნახეთ რა წამოროშა სასამართლოს მიერ დადგენილმა ხანდაზმულმა თაღლითმა ბადრი ჯაფარიძემ – მართალია ხალხს არ უყვარს (ჩვენ ვიტყვით ეზიზღება) ნაცები, მაგრამ რა პრობლემაა მათთან არჩევნების შემდეგ კოალიციის შეკვრაო! მაშასადამე თავადაც მკაფიოდ ამტკიცებს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომ თაღლითი და მატყუარა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაში თაღლითია, რომ მის გამოსწორებას არასდროს საშველი არ ექნება! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, გიორგი გახარიაც ემატება და საარჩევნოდ უნიკალურ საცირკო მოვლენასთან გვექნება საქმე.
“თქვენ ვაჭარი ჯაბანნი ხართო”… ასე მოიხსენიებს რუსთაველი ჯაფარიძე-ხაზარაძისთანა ვაჭარებს! ოღონდაც მათსა და ამ ჩვენი დროის ამ ბანკირ-მევახშეებს “შუა უზის დიდ ზღვარი”! სახელდობრ ისინი XII-XIII სს. მართალია “ჯაბანნი და ომის უმეცარი” იყვნენ, მაგრამ ჯაფარიძე-ხაზარაძისაგან განსხვავებით ტყუილის თქმას და თაღლითობას არ კადრულობდნენ! ნახეთ რა წამოროშა სასამართლოს მიერ დადგენილმა ხანდაზმულმა თაღლითმა ბადრი ჯაფარიძემ-მართალია ხალხს არ უყვარს(ჩვენ ვიტყვით ეზიზღება) ნაცები, მაგრამ რა პრობლემაა მათთან არჩევნების შემდეგ კოალიციის შეკვრაო! მაშასადამე თავადაც მკაფიოდ ამტკიცებს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომ თაღლითი და მატყუარა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაში თაღლითია, რომ მის გამოსწორებას არასდროს საშველი არ ექნება! თანაც მათ ემატება მათზე არანაკლები გახარია (თავად თქვა “ლელოსთან” ყველაფერზე შეიძლება თანამშრომლობაო.
აი ის უთავმოყვარეო გახარია, რომელსაც აგერ ახლა თავად ლელოელები თ ვ ა ლ თ ხ ა რ ი ა ს ეძახდნენ), რომელიც ნაცებს პირდებოდა დაგასრულებთო და აგერ უკვე სამი წელია სხვადასხვა საკრებულოში ყოველდღიურ რეჟიმში “წარმატებით” თანამშრომლობს თვით პროფესიონალი თაღლითების: ხაზარაძე-ჯაფარიძისათვისაც კი გარეგნულად და ხალხის დასანახავად მაინც მიუღებელ ნაცებთან! ამიტომაც მეგობრებო საარჩევნოდ უნიკალურ საცირკო მოვლენასთან გექნებათ საქმე! არენაზეა კოალიცია, უკოალიციოდ – “ხანდაზმულ- თაღლით- მატყუარა-უთავმოყვარეთა ერთობა”!“ – წერს გვენეტაძე.
Previous: 26 ოქტომბერს მათ საქართველოს ამომრჩეველთა მწარე განაჩენი ელოდებათ – გია აბაშიძე ოპოზიციაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს