არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისი შინაარსის წერილები სა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გაუგზავნა.
BRICS-ში მოწვევაზე უარის თქმის შესახებ წერილები ასევე გაეგზავნა გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების – ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის – ლიდერებს.
ცნობისთვის, არგენტინა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2024 წლის 1 იანვრიდან აპირებდა.
BRICS-ის ლიდერებისადმი თავის წერილში პრეზიდენტი ხავიერ მილეი აღნიშნავს, რომ მთავრობა, რომელსაც იგი ახლა მეთაურობს, „ბევრ ასპექტში განსხვავდება წინა მთავრობისგან, და ამ მხრივ, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება“.
„ამასთან დაკავშირებით, მინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე 2024 წლის 1 იანვრიდან არგენტინის რესპუბლიკის სრულფასოვან წევრად BRICS-ში გაწევრიანება შესაძლებელი არ არის,” – აღნიშნავს მილეი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება