არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!“

არა – 2008 წელს ს მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!“
„არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველოს ადგილი, ღირსებით, ღირსეულ ევროპაშია.
„არა – რუსეთისთვის 2004 წელს ცხინვალის „ჯართად” ჩამბარებლებს! არა – 2006 წელს რუსეთისთვის კოდორის ხეობის ჩაბარების მომზადების განმახორციელებლებს! არა – 2007 წელს, ახალგორის რაიონის სეპარატისტულ საზღვრებში მომქცევ „კარტოგრაფებს”! არა – 2008 წელს საქართველოს გამთლიანების შტაინმაიერის გეგმის ჩამშლელებს! არა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა – 2008 წელს რუსი გენერლების ქართველ მძღოლ-გუბერნატორებს! არა – 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის “გამპრავებლებს!” არა – 2009 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შემყვანებს! არა – 2009-2012 წ.წ. რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მჩუქებლებს! არა – 2014 წელს EU-სთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა – 2014 წელს EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა – 2015 წელს EU-სთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ხელმოწერის მოწინააღმდეგეებს! არა – 2022-2023 წ.წ. EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეებს! არა – 2024 წელს EU-ში გაწევრიანების რეზოლუციის ინიცირების მოწინააღმდეგეებს! არა – გაუნათლებელ და უწიგნურ, აზროვნება დაბინდებულ ქართველებს! არა – მონობას, აგენტობას, ლაქიაობას! კი – თავისუფალ ქართველ ადამიანს ევროპაში! ჩვენი ადგილი – ღირსებით ღირსეულ ევროპაშია!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში