„არა რუსულ რეჟიმს – დაიცავი უვიზო“ – ამ ლოზუნგით დღეს, 13 სექტემბერს, 19:00-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება

„არა რუსულ რეჟიმს – დაიცავი უვიზო“ – ამ ლოზუნგით დღეს, 13 სექტემბერს, 19:00-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება. აქციას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი უერთდება.
„საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და ს ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები.
ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გასაუქმებლად.
ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ გზასთან. ჩვენს წინაშე საერთო ეროვნული ამოცანაა – არ დავთმოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარი, დავასრულოთ რუსული რეჟიმი და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დავუბრუნოთ.
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით გამარჯვებამდე“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.