„არა რუსულ კანონს“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას კახეთიც შეუერთდა

„არა რუსულ კანონს“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას კახეთიც შეუერთდა.
თელავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის 10- მდე წარმომადგენელი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის განხილვა. როგორც ისინი აღნიშნავენ, მთავრობის ეს ქმედება საქართველოს ევროპასთან აშორებს.
რაც შეხება გამჭვირვალობას, ამტკიცებენ, რომ მათ საქმიანობაში დასამალი არაფერი არ არის და ისედაც ღიაა. თუ მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან არ გაიწვია, ისინი აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!