არა რუსულ კანონს! -სტუდენტების მსვლელობა

არა რუსულ კანონს – ამ სახელწოდებით თბილისში სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ. გზად მათ მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. რუსთაველის მეტროსთან მათ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.
ამის შემდეგ ისინი პარლამენტის შენობასთან მივლენ, სადაც 19:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქციაა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ