„არა მეფეებს!“ – საპროტესტო აქციები და სამხედრო აღლუმი ტრამპის დაბადების დღეზე

14 ივნისს ლოზუნგით „არა მეფეებს“ (No Kings) -ის ათობით ქალაქში (ნიუ-იორკი, ფილადელფია, ჰიუსტონი, ატლანტა და ა.შ.) საპროტესტო აქციები გაიმართა პრეზიდენტ ს პოლიტიკის წინააღმდეგ. საპროტესტო აქცია ასევე მოსალოდნელია ლოს-ანჯელესში, სადაც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ეროვნული გვარდიის ნაწილები შევიდნენ „დაწყებული არეულობის ფონზე წესრიგის დასაცავად“. შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან „ავტორიტარიზმს, მილიარდერთა ინტერესების გამტარებელ პოლიტიკას და დემოკრატიის მილიტარიზაციას“. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილებას იწვევს როგორც მასობრივი დეპორტაციები, რამაც გამოიწვია ლოს-ანჯელესში არეულობები, ასევე ადმინისტრაციის სხვა ნაბიჯები, რომლებიც, ტრამპის ოპონენტების თქმით, ამერიკულ საზოგადოებაში სიძულვილს აღვივებს.
მინესოტას შტატში ორგანიზატორებმა გააუქმეს საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც 14 ივნისს დილით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ორ დემოკრატ პოლიტიკოსზე (მოკლული იქნა მინესოტას წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანი). თავდასხმები დაგმეს როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე მისმა ოპონენტებმა.
საპროტესტო აქციები დაემთხვა ტრამპის დაბადების დღეს, რომელიც 14 ივნისს აღინიშნება. აშშ-ის პრეზიდენტს 79 წელი შეუსრულდა. 14 ივნისსავე ვაშინგტონში დაინიშნა სამხედრო აღლუმი, რომელიც ოფიციალურად აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს ეძღვნება.
როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, სამხედრო აღლუმი იშვიათი მოვლენაა შეერთებულ შტატებში, სადაც ტრადიციული აღლუმები ჯარისკაცებითა და სამხედრო ტექნიკით, როგორც წესი, არ ტარდება. პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა, მათ შორის „აბრამსის“ ტანკები, სინამდვილეში ტრამპის დაბადების დღის პატივსაცემად იმართება, რაც, მათი თქმით, პრეზიდენტის ახირება, ფულის ფლანგვა და ავტორიტარული ქვეყნების პრაქტიკაა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას – უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა – მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე – მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ეს სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიაა

თინა ბოკუჩავა – დავით რაზმაძე მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახეა – ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გახარიას საკრებულოს წევრები მხარს მის იმპიჩმენტს