“არა, მას არ ეშინია ასეთი აქციების, მაგრამ ის მიიღებს იმას, რისიც მართლა ეშინია” – ლაშა ბერულავა.

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
რატომ თავიდანვე, 2012-13 წლებში არ დაიწყო ეს იურიდიული პროცედურები, თუ ამას აპირებდაო, სადღაც შემხვდა ეს შეკითხვა. არ ეჩქარებოდა და მაგიტომ.
ჯერ სიძულვილი უნდა გაეღვივებინა, უკვე დათესილი სიძულვილი. სიძულვილი მან დოზებად გადაანაწილა წლებზე – თანდათან ზრდიდა დოზას, როგორც სჭირდებოდა.
ს წინადღეს დაიწყო ეს განაწილება – საწყალი ბარბარე რაფალიანცით. ეს, სიძულვილის დათესვასთან ერთად, ერთგვარი ტესტიც იყო: მას უკვე აღმართული ჰქონდა საფრთხობელა ნაცების სახით და ამ საფრთხობელას მიაწერდა ისეთ რამეებს, წესით, ოცნების მომხრეებსვე უნდა გაჩენოდათ შეკითხვა – “ეს საფრთხობელა აქ დგას და უძრავია, ამდენ რამეს რანაირად ჩაიდენდა?” მაგრამ შეკითხვები არ დაუსვამთ არათუ რიგით ობივატელებს, არამედ ბიძინას გვერდით უკვე მდგარ იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მას ახლა ისე უდიერად მოიხსენიებენ, თითქოს აგერ, სულ ცოტა ხნის წინ მისი ხელით არ რწყულდებოდნენ… მერე ბევრი მსგავსი ტესტი იყო. პროტესტის ხმა მხოლოდ მაშინ გაისმა, როცა ბიძინას მსახვრალი ხელი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეეხო, ყველა “კოლექტიურ ნაცმოძრაობად” მოინათლა, ხელისუფლების უზურპაცია უკვე საგარეო ვექტორსაც დაეტყო და ცხადი გახდა კიდევ ერთხელ: მას არ ეჩქარებოდა. ის ნელ-ნელა, მისთვის მეტსახელად შერჩეული ანაკონდას მეთოდით აგრძელებდა მისი მოწინააღმდეგეების ჩაძირვასა და მოგუდვას. დროდადრო მოუშვებდა კუნთებს, დროდადრო – პირიქით. ის გვეთამაშებოდა, ჩვენ კი დავცინოდით. ხან ხიხოს ვეძახდით, ან კომენტარებში ვწერდით: “მე