“არახამიასთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა”- კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადების საპასუხოდ განაცხადა:
“ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ს. რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია ჩვენი მოსაზრება, რომ პირველი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ასეთ რამეს საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“.

ასევე დაგაინტერესებთ