არახამიამ იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს

არახამიამ იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ქართული მხარე არ აპირებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ს ნათქვამს სერიოზული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, თუმცა, ის, რომ უკრაინა დღეს არახამიას მსგავსი პირების ხელშია, დიდი ტრაგედიაა.
“ავანტიურისტი არახამია რას იტყვის თუნდაც იმიტომ არ არის საინტერესო, რომ ამ სუბიექტს ჯერ ის ვერ გაურკვევია ეროვნებით ვინ არის- იმ ქვეყნის ენა (ქართული) მან არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ასევე არ იცის ის ენა( უკრაინული) სადაც ცხოვრობს და დიდი ფულს შოულობს, სამაგიეროდ ს ყველაზე კარგად იმ ენაზე( რუსულზე) მეტყველებს, რომელთანაც „მის ქვეყანას“ ომი აქვს! მთავარი კი ის არის, რომ ჯიბეში ამერიკული პასპორტი უდევს, ალბათ ყოველ შემთხვევისათვის, თუ საჭირო გახდება სწორედ იქ რომ გაქუსლოს. ახლა, ვინმე თუ ფიქრობს მის ნათქვამს რამე სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, ეს უკვე მისი ვიწრო პოლიტიკური აზროვნების გამოხატულებაა. დღეს, რომ უკრაინა ასეთი ხალხის ხელში რომ არის, ეს რუსეთთან ომზე არანაკლები ტრაგედია გახლავთ.” – წერს ნიკოლეიშვილი.
Previous: აღმაშფოთებელია, რომ საქართველოში სასტიკი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი ადეიშვილი სხვა ქვეყანაში სამართლებრივი სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მსჯელობაში მონაწილეობს

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი