“არაფერს ვნანობ” – ლაზარე გრიგორიადისმა წერილობით ინტერვიუში აღიარა, რომ პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” მან ესროლა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებისთვის სასამართლო განაჩენს ელოდება, აღიარებს, რომ სამართალდამცველს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი მან ესროლა.
დაკავებიდან 9 თვის შემდეგ არა სასამართლოზე, არამედ ჟურნალისტთან, წერილობით ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისმა აღიარა, რომ პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა.
სიმღერა, რომელზეც ინტერვიუში საუბრობს, ამერიკელ რეპერს ეკუთვნის. ვიდეო კლიპში გაშარჟებულები არიან პოლიციელები და კლიპი სამართალდამცველების მკვლელობით სრულდება.
ლაზარე გრიგორიადისის აღიარებაში პოლიცილების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება დაინახეს “ქართული ოცნების” წევრებმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ინტერვიუ აღსარებად ვერ ჩაითვლება, რადგან პატიმარი საკუთარ ქმედებას არ ნანობს.
გრიგორიადისის აღიარებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში. ნაწილი ინტერვიუსთან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატის განმარტებას ითხოვს, ზოგიერთ დეპუტატს ეჭვი ეპარება, რომ გრიგორიადისის აღიარება გულწრფელია და ამის დადასტურებას სასამართლო პროცესზე ელოდება.
გრიგორიადისის ინტერვიუ დანაშაულის პირდაპირი აღიარებაა მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათი ოპონენტების მცდელობა – ლაზარე გრიგორიადისი პოლიტპატიმრად გამოეცხადებინათ, კრახით დასრულდა.
სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი რამდენიმე დღეში უნდა გამოაცხადოს. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გეგმავს მისი ოჯახი, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. თუმცა, ინტერვიუში, რომელიც ლაზარე გრიგორიადისმა “ინტერპრესნიუსს” მისცა, პატიმარი რამდენჯერმე იმეორებს, რომ ჩადენილს არ ნანობს.
გრიგორიადისი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით არის დაკავებული, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს

იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე

როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა

4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი