“არატოქსიკოლოგიური სტატიაა” – ტოქსიკოლოგის ახალი მიგნება ჟურნალისტიკაში

ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ BBC-ის ფილმში მოყვანილ კვლევასთან დაკავშირებით, ტვ იმედთან, განაცხადა, რომ რა ჩივილებიც იყო აღწერილი, მსგავსი ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს და BBC-ის სტატიას არატოქსიკოლოგიური სტატია უწოდა.
„იმ პერიოდში რა აღწერილობა, რა ჩივილებიც იყო გამოვლენილი, ეს იყო მხოლოდ დაკვირვება. იქ აღწერილი ჩივილები, რაც მიმოხილვით ფიქსირდება, არის კარდიოლოგიური და კარდიოლოგის მიერ არის შესწავლილი. აღნიშნული აღწერილობები თავისუფლად შეიძლება, ჰქონდეთ ჯანმრთელ პირებსაც. ჩატარებული კვლევები არ შეესაბამება ტოქსიკოლოგიურ მიმოხილვას. ბუნებრივია, ვინც ეს მოაგროვა, არ იყო სპეციალისტი და შესაბამისად, ვერ ექნებოდა ის კვლევები ჩატარებული, რაც აუცილებელი იყო ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით. შეუძლებელი იყო კამიტის ზემოქმედებით, ერთი თვის შემდეგ, თანაც დახმარების გარეშე, მხოლოდ ეს შედეგები და მსუბუქი კარდიოლოგიური გამოვლინება მიგვეღო, რაც იქ არის დაფიქსირებული. ეს არ ითვლება რაიმე განსაკუთრებულ დარღვევად. ასეთი დარღვევა შეიძლება მწეველს ან დიდ ქალაქში მცხოვრებსაც ჰქონდეს. ეს კლინიკური გამოვლინება, რაც ამ სტატიაშია აღწერილი, ნამდვილად არ შეესაბამება მძიმე დაზიანებას. ბევრი ხარვეზი და ნიუანსია, რომელთა გამოც ამ სტატიას ტოქსიკოლოგიურ სტატიად ვერ ჩავთვლი”, – განაცხადა ეკა ქურდაძემ.