არასრუწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 45 წლის კაცი, რომელიც არასრუწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
დაკავებული თურქეთის მოქალაქეა – როგორც პრესცენტრი იუწყება, კაცი შვილს მოკვლით ემუქრებოდა. კაცი ბათუმში დააკავეს.
„ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა“, – აცხადებენ -ში.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ოჯახის წევრის გაუპატიურების (11 პრიმა 137-ე) და ოჯახის წევრზე მუქარის (11 პრიმა 153) მუხლებით.
რადიო თავისუფლება შსს-ში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო