არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს – კალაძე

არასრულწლოვანება არ ამართლებს ამას ძალადობას. არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს. გააპროტესტე მშვიდობიანად, ვინ გიშლის, რა პრობლემაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანმა საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს და როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, რეაგირება იქნება.
„ღირსებით და ევროპული ღირებულებებით [შევალთ ევროკავშირში]. ევროპულ ღირებულებებთან არაა კავშირში ის, რაც მოვისმინეთ და რაც ვნახეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ეს იყო მოწოდებები საკანონმდებლო ორგანოს ბლოკადაზე, მოწოდებები და შეურაცხყოფები პოლიციელების მიმართ. ქვებისა და ბოთლების სროლა – ეს არ არის სწორი ფორმა, მეგობრებო. დამიჯერეთ, მერწმუნეთ, რომ ამ ქმედებებით ვერაფერს მიაღწევთ. სპეცრაზმი ძალას გამოიყენებს, როდესაც ამის აუცილებლობა დგება. როდესაც მშვიდობიანი მომიტინგე გქვია და ამ დროს მომიტინგეებს მოუწოდებ, რომ ალყაში მოაქციონ და ბლოკირება გაუკეთონ პარლამენტს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ პოლიციას, არაა ეს სწორი დამოკიდებულება. აბსოლუტურად ყველა კადრი მაქვს ნანახი. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში. როგორც კი კანონს გავცდებით, მაშინვე მოხდება რეაგირება. არავის არ აქვს უფლება – ზრდასრულს, არასრულწლოვანს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს – შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს, ესროლოს ქვა, შეაგინოს, ესროლოს“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ