“არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში, მასთან მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი” – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო 16 წლის ბიჭის გაუპატიურებაზე

ხაშურში, 16 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე, სააგენტო უკვე ჩაერთო საქმეში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის – საპროცესო წარმომადგენლობა.

არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება შემდგომი ღონისძიებები, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვალისწინებით.” – აცხადებენ სააგენტოში.
ხაშურში, 51 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდ ბიჭზე სექსუალურად იძალადა. დანაშაული ცხელ კვალზეა გახსნილი, სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა