არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს უნდა იმსჯელოს.
პროკურატურამ კაცს ბრალი უკვე წარუდგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, შემთხვევა კახეთში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მამიდის ქმარმა 13 წლის გოგო გააუპატიურა და მიიმალა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, კაცი იპოვეს და, შურისძიების მიზნით, სხეულზე, ცივი იარაღით, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. პარალელურად, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია გოგონას ნათესავი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა