არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არასრუწლოვანები დააკავეს

10 წლამდე პატიმრობა ემუქრება 9 პირს, რომლებიც არასრუწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის, სულ მცირე, ექვსი არასრუწლოვანია. დაკავებულთაგან ყველაზე პატარა 14 წლისაა, ყველაზე დიდი კი – 30 წლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ“, – აცხადებენ -ში.
„მათ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს“, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, „მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს“.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია (ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის) მუხლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას