“არასოდეს დავუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომლის მიზანი უკრაინის კაპიტულაციაა” – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ს განცხადებით, გერმანია არ დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გამოიწვევს. ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში, მემარცხენე პარტიის დეპუტატის, გესინ ლოცშის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა.
“ჩვენ არასოდეს უნდა დავუჭიროთ მხარი ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას,” – განაცხადა შოლცმა.
შოლცმა “უცნაური სამშვიდობო შეთავაზება” უწოდა პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.
“ეს აჩვენებს, როგორ ცინიკურად ფიქრობენ ისინი და რომ ს ლიდერს არ აქვს განზრახვა დაასრულოს თავისი აგრესიული ომი. პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს ომის გასაგრძელებლად. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,” – განაცხადა შოლცმა.
გესინ ლოცშიმ შოლცს ჰკითხა, შეუძლია თუ არა გარანტიის მიცემა, რომ გერმანია ომის ერთ-ერთი მხარე არ გახდება, რასაც კანცლერმა ასე უპასუხა: “დიახ, ასეთ გარანტიას გაძლევთ. ეს არის ის, რასაც ვიცავ როგორც კანცლერი.”