“არასდროს ვაპირებ პოლიტიკაში წავიდე” – რატომ შეხვდა კახი კალაძეს მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ყოფნისას ს შეხვდა, რაზეც შემდეგ განცხადება გააკეთა:

“მე ვარ ერთი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი რო­მელ­საც უყ­ვარს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ არ­ცერ­თი პარ­ტი­ის წევ­რი ან რო­მე­ლი­მე მხა­რეს. არც არა­სო­დეს ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას ან რო­მე­ლი­მე მხა­რეს დავ­დგე. მე ვარ ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ვა­ფიქ­სი­რებ­დი და და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს პი­რად აზრს.

თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მსურს გა­ვა­კე­თო ისე­თი მმა-ს დარ­ბა­ზე­ბი, სა­დაც კარგ პი­რო­ბებ­ში ივარ­ჯი­შონ ჩვენ­მა მმა-ის პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა თუ დამ­წყებ­მა მებ­რძო­ლებ­მა. მინ­და შე­ვი­ტა­ნო ჩემი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მმა-ს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და გა­უ­ზი­ა­რო ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს რათა სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­ღალ დო­ნე­ზე ვარ­ჯი­ში.

ასე­ვე გა­ი­ზარ­დნენ ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბი და გამ­რავ­ლდეს ქარ­თვე­ლი მმა მებ­რძო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა UFC-ში. ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე მო­ვი­ნა­ხუ­ლე რამ­დე­ნი­მე არ­სე­ბუ­ლი მმა-ს დარ­ბა­ზი და მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე მმა- ს მწვრთნელ­თან. შემ­დეგ მე და­მი­კავ­შირ­და სპორ­ტის მი­ნის­ტრი შალ­ვა გო­გო­ლა­ძე რო­მელ­მაც გვერ­დში დგო­მის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა ამ სა­კი­თხზე და შალ­ვა გო­გო­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით შევ­ხვდით კახი კა­ლა­ძეს, რო­მელ­მაც გა­ვა­ცა­ნი და გა­უ­ზი­ა­რე ჩემი მმა-ს გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ UFC -ს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხებ­ზეც”- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

წყარო