არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს – ბაბუცა პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ ს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისათვის დაკავებულ მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი და მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც არის სასტიკი, რომელიც დგას ადამიანების სისხლზე, ძალადობაზე და ის იმსახურებს სილას, ის იმსახურებს გასამართლებას, ის იმსახურებს დამხობას და ცეცხლს. ოლიგარქია იმსახურებს ცეცხლს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს