“ევროპული საქართველოს” ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან. ათონელის სასახლეში არიან გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი და თამარ ჩერგოლეიშვილი.
მთელი ეს საუბრები, რომ კარგია ერთობა, არის ჰაერის გამოშვება უბრალოდ და მხოლოდ საზიანოა, მითუმეტეს იმ ხალხისგან, რომლებიც თითქოს შინაარსით ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, ყველა არის სააკაშვილის ქოლგის ქვეშ და მაინც ცალ-ცალკე უნდათ ყოფნა. არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ ვაპირებ! გაერთიანება კი არა საზოგადოების ნდობის მოპოვებაა მთავარი. ისე, შესაკრეთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ჩვენ ვიყავით კოორდინაციის ინიციატორები, იქ სადაც ეს მიგვაჩნდა პრაგმატულად საჭიროდ და ამას და დაუპირისპირდა “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”. იგივე ხალხი ლაპარაკობს გაერთიანებაზე, რაც არის ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტყუილი და ფარისევლობა”,- ამბობს გიგა ბოკერია.