,, არანაირი რიგგარეშე არ იგეგმება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს” – კალაძე

თბილისის მერი, აცხადებს:
,,არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არ იგეგმება. ჩვენი პარტია ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი რაიონი, ქალაქი და სოფელი – უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ; როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს და მათი მოგვარება საჭიროა.
შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები