,, არანაირი პრინციპული სხვაობა არაა ნანულა ჟორჟოლიანსა და ლალი მოროშკინას შორის – ორივე ერთნაირად საზიზღარია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ფედერალისტების” დამფუძნებელი, :
,,ღარიბაშვილს ვინც უსაპნოდ ეტენებოდა იქამდე, სანამ ბიძინას კეთილგანწყობა ჰქონდა, მათ პოსტებს კითხულობთ?
თქვენი აზრით, მაგ ხალხმა არ იცოდა, რომ ღარიბაშვილი 5000 ლარიან ხელფასზე არ ცხოვრობს?
ცხადია იცოდა, უბრალოდ ნორმად მიაჩნდა ღარიბაშვილის კორუფცია, რადგან ბიძინა ივანიშვილსაც ნორმად მიაჩნდა.
ა მათთვის სწორის და არასწორის საზომი – არაფერი სხვა.
ხომ საზიზღრობაა ვირთხების ყურება, რიგრიგობით რომ გმობენ ივანიშვილის შერისხულ პაჟს?
ზუსტად, ერთი ერთში ეგეთ საზიზღრები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები (აბსოლუტურად ყველა, უკლებლივ – გამონაკლისის გარეშე).
სააკაშვილის მხარდამჭერები ს სპეცსამსახურების ღია აგენტს, იგორ გიორგაძის თანაპარტიელ ირინა სარიშვილს და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილ შტაბის უფროსს, ვალერი გელბახიანს მიიჩნევენ ავტორიტეტებად, იმიტომ რომ მიშას კეთილგანწყობა აქვთ.
მათთვისაც მიშა განსაზღვრავს კარგს და ცუდს – არა ქრისტე, არა ილია ჭავჭავაძე, არა ვაჟა ფშაველა … მიშა!
ბოკერიას და მე გვგმობენ, იმიტომ რომ პრინციპების ერთგულები ვართ და არა მათი სამარცხვინო კერპის და ირინა სარიშვილს განადიდებენ (კომპლიმენტად ვიღებ და ვიზრუნებ, რომ სიკვდილის წინაც მე მლანძღონ).
არანაირი პრინციპული განსხვავება არაა ნინო ჯღარკავასა და მაია ნადირაძეს შორის – ორივე ერთნაირად საზიზღარია.
არანაირი პრინციპული განსხვავება არაა სევდია უგრეხელიძესა და დიტო სამხარაძეს შორის – ორივე ერთნაირად საზიზღარია.
არანაირი პრინციპული სხვაობა არაა ნანულა ჟორჟოლიანსა და ლალი მოროშკინას შორის – ორივე ერთნაირად საზიზღარია.
სანამ პიროვნების კულტის სამსახური არ მარგინალიზდება და ტოტალურ სირცხვილად არ გადაიქცევა, საქართველო სამშვიდობოს ვერ გავა.
საქართველოში ბრძოლა სწორედ ამის შესახებაა და ჩვენ მოვიგებთ, თუ საქართველო იგებს.
“არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.”

ასევე დაგაინტერესებთ