არანაირი ნიშანი არ არის, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინა მონაწილეობდა – აშშ

ს განცხადებით, თუ შეერთებულმა შტატებმა დანამდვილებით იცოდა, რომ არ მონაწილეობდა მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარ მასობრივ სროლაში, ვაშინგტონმა მოსკოვს უნდა გაუზიაროს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
მანამდე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა, მ განაცხადა, რომ „ამ დროისთვის, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ მომხდარში უკრაინა ან უკრაინელები მონაწილეობდნენ“.
კრემლი საპასუხო განცხადებას ავრცელებს. „თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს უკრაინის ან უკრაინელების მონაწილეობის ნიშანს მოსკოვში მომხდარ ტერაქტში. რის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას ვაშინგტონის ოფიციალური პირები, ტრაგედიის შუაგულში, ვიღაცის უდანაშაულობის შესახებ“? – კითხულობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, .
ზახაროვას თქმით, თუ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია მომხდარის შესახებ, ის მოსკოვს უნდა გაუზიაროს. სხვა შემთვევაში, ამერიკამ ამგვარად არ უნდა ისაუბროს.
გავრცელებული ცნობებით, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიღუპა. “ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, მსხვერპლი 40-ს აღემატება, 100-ზე მეტი კი დაშავდა. რუსეთის პროკურატურამ მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უკვე უწოდა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო “მედუზა” 19 მარტს წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უარყო ამერიკელი დიპლომატების გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ მოსკოვში, ხალხმრავალ ადგილზე, ტერორისტული თავდასხმის გარდაუვალი საფრთხე არსებობდა. „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ამ გაფრთხილებებს დასავლეთის „პირდაპირი შანტაჟი“ და რუსეთის საზოგადოების „დაშინებისა და დესტაბლიზაციის მცდელობა“ უწოდა.
“მედუზა” ასევე იუწყება, რომ მოსკოვში დაიწყო უქმეებზე დაგეგმილი მასობრივი ღონისძიებების გაუქმება. მსგავსი გადაწყვეტილება მიღებულია ლენინგრადის, ვოლგოგრადის, კურსკის ოლქებში, ასევე – ჩრდილოეთ ოსეთში. ღონისძიებები ქალაქის მერიის დონეზეც უქმდება რუსეთის შედარებით მომცრო ქალაქებში: ლიპეცკში, ისტრში, პოდოლსკში, ლიუბერცში და სხვა დასახლებულ პუნქტებში.

ასევე დაგაინტერესებთ