არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის – პაატა სალია

არანაირი კრიზისი დღეს საქართველოში არ არის, არ ვიცი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ის პირები, ვინც უშუალოდ აძლევენ დავალებებს მათ, ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს „დიფ სთეითი“ და მისი წარმომადგენლები, რას გულისხმობენ კრიზისში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სალიას განცხადებით, საქართველოში არის ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა, მათ აღარ დარჩათ ამომრჩეველი და სწორედ იმიტომაც ამბობენ დღეს უარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, არანაირი ნიშნები პოლიტიკური კრიზისისა ქვეყანაში არ არის, გვყავს ოპოზიცია, რომელიც სრულად განიძარცვა, მას დარწმუნებული ვარ აღარ დარჩა ამომრჩეველი და ფაქტობრივად, ამიტომაც ამბობენ დღეს უარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ, ხედავენ, ფაქტობრივად ამომრჩეველი მათ არ დარჩათ. ამაზე მეტყველებს ასევე ის, თუ რა ტიპის პროტესტს ვხედავთ ჩვენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს.
ეს არის წარმოუდგენელი, ამაზე ჩვენი პარტიის და ჩვენი ამომრჩევლის პოზიცია არის მყარი და ერთმნიშვნელოვანი, რომ არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება. თუ ვინმეს უნდა დაამტკიცოს, რომ ჰყავს ამომრჩეველი და შესწევს ძალა, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა კეთილი ინებონ და მიიღონ იმ არჩევნებში, რომელიც დანიშნულია შემოდგომაზე მონაწილეობა,“- განაცხადა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა