არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ სასამართლო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს შეუფარდებს, მის გადახდას არ აპირებს.
საუბარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა შემდეგ მისი მანდატი გაფართოვდა და ახლა იქ პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანის დაბარებაა შესაძლებელი, ვისაც “ოცნება” ჩათვლის საჭიროდ. კომისიის თავმჯდომარე ა.
ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წულუკიანის კომისიაზე დაიბარეს და არ მივიდა.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა, სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება უკვე წარუდგინეს. მისი თქმით, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს, 16 აპრილს იქნება.
„არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე რამდენიმე კვირით ადრე ვთქვი. არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ. ამ ქვეყანაში სასამართლო ერთადერთი ინსტანციაა, სადაც ჩემი ნებით დავდივარ. არა იმის გამო, რომ იმედი მაქვს, რომ იქ სამართალს ვიპოვი, არამედ, უბრალოდ, სასამართლო არის ის ადგილი, სადაც ნორმალურ ქვეყნებში სამართალი მოიპოვება. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში, სადაც ასეთი რეჟიმები არიან, სასამართლო ყველაზე მეტად ყარს და ჩემი ნებით დავდივარ ხოლმე, რომ ეს სიმყრალე შევიგრძნო. მათ შორის, ძალიან ბევრი ადამიანის პროცესზე დავდივარ და ცხადია ჩემს სასამართლოზეც მივალ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარაძემ „ფორმულასთან“.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ ს და ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ირაკლი ოქრუაშვილს — 20 000 ლარი, ხოლო გივი თარგამაძეს — 10 000-ლარიანი გირაო.