“არაზუსტად იყო ნათარგმნი… არსად მითქვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვმუშაობ” – კიმბერლი ლოუ

სოციალურ ქსელში წერს ამერიკელი კიმბერლი ლოუ, რომელთანაც ინტერვიუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაწერა და მათი თქმით, ის ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“3 დეკემბერს, მე, კიმბერლი ლოუს, ინტერვიუ მქონდა ჟურნალისტთან საქართველოში. ამ ვიდეოს ნაწილი გავრცელდა საქართველოს, ევროპის, ს, თურქეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამერიკა შენ გვერდით დგას, საქართველო და ჩვენი ლოცვა შენთანაა ამ მძიმე დროს. ინტერვიუს ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი. მე ავტვირთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, რომ ყველამ ნახოს. კიმბერლი ლოუს გზავნილი ქართველი ხალხისადმი იყო მშვიდობისა და პოზიტივის. ინტერვიუს არცერთ მომენტში კიმბერლი ლოუს არ უთქვამს, რომ ამჟამად მუშაობდა ტრამპის ადმინისტრაციაში”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ