არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე

არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე
Warmonger-ების [პირადი გამორჩენისთვის ომის წამქეზებელი აქტორი] ერთ-ერთი ამოცანაა, თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, რათა ჩაგვითრიონ დამანგრეველ ე.წ. “მეორე ფრონტში” ვითომდა ოკუპანტი კრემლის დასასუსტებლად, მაგრამ ქართველთა გასანადგურებლად. ამ მოღალატეობრივი გეგმისთვის კი “მეხუთე კოლონა” მზადყოფნაშია კოლექტიური “ნაცების” სახით, რომელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ინსპირირებული ნებისმიერი შ და დაპირისპირება “დიფ სთეითის” მონა-მორჩილი სახელისუფლებლო სადავეების მისატაცებლად – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ახლა ქართველთა მეტი სიფხიზლის, ერთიანობის, თანადგომის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პრაგმატულობის და იმედიანად მშვიდობიანი წინსვლაა ზეაქტუალური, რასაკვირველია, „ყვავ-ყორნების“ მოგერიებით. ერისა და ბერის ერთობით ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს.
„არავინ იდარდებს არც უვიზო მიმოსვლაზე, არც მოგზაურობაზე, არც სხვადასხვა სერვისებზე და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა სიკეთეებზე, თუკი “დიფ სთეითმა” აღასრულა ვერაგული გეგმა საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებაზე, რისი საშიშროებაც არ ნელდება. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა ევროკრატიის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამისთვის შანტაჟის, თავდასხმების და ულტიმატუმის ბერკეტების ფართო არსენალი აამოქმედეს.
“გლობალური ომის პარტიის” ევრობლოკის განშტოების საშუალებით, მიმდინარეობს უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება. იმ ომში, სადაც, სამწუხაროდ, ეს ერი აგრესორ პუტინთან დამარცხდება, მაგრამ შეიარაღებული დაპირისპირება გახანგრძლივდება გლობალისტების შავბნელი ზრახვების როგორმე დასაკმაყოფილებლად და მეტი სისხლიანი მილიარდების მისაღებად.
Warmonger-ების [პირადი გამორჩენისთვის ომის წამქეზებელი აქტორი] ერთ-ერთი ამოცანაა, თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, რათა ჩაგვითრიონ დამანგრეველ ე.წ. “მეორე ფრონტში” ვითომდა ოკუპანტი კრემლის დასასუსტებლად, მაგრამ ქართველთა გასანადგურებლად. ამ მოღალეტეობრივი გეგმისთვის კი “მეხუთე კოლონა” მზადყოფნაშია კოლექტიური “ნაცების” სახით, რომელთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ინსპირირებული ნებისმიერი შ და დაპირისპირება “დიფ სთეითის” მონა-მორჩილი სახელისუფლებო სადავეების მისატაცებლად.
ახლა ქართველთა მეტი სიფხიზლის, ერთიანობის, თანადგომის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, პრაგმატულობისა და იმედიანად მშვიდობიანი წინსვლაა ზეაქტუალური, რასაკვირველია, ‘ყვავ-ყორნების' მოგერიებით. ერისა და ბერის ერთობით ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს!“ – წერს აბაშიძე.
Next: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან