არავითარი ფორმალური კავშირი ამ ორგანიზაციას ტაივანთან არ აქვს, როგორც პოლიტიკურ ერთეულთან – გრიგოლ გეგელია

აღიარებს თუ არა ერთიანი ჩინეთის პრინციპს პარტია “ლელო” – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ს სამოქალაქო იდეა ტაივანური ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი კი, თავის მხრივ, ტაივანის პოლიტიკური ლიდერის მიერ არის დაფინანსებული. სამოქალაქო იდეის საქმიანობაში ლელოს წევრი, დავით უსუფაშვილიც მონაწილეობს. მმართველი გუნდის შეფასებით, “ლელო” რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ცდილობს, ურთიერთობა გააფუჭოს ჩინეთთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ორგანიზაციას ტაივანთან კავშირი არ აქვს.
“არავითარი ფორმალური კავშირი ამ ორგანიზაციას ტაივანთან არ აქვს, როგორც პოლიტიკურ ერთეულთან. ესენი არიან კერძო არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისთანაც, როგორც ირკვევა, ამ არასამთავრობოს ჰქონია გარკვეული კავშირი.
რაც შეეხება “ლელოს” მიმართებას, ჩვენ არავითარი პროფესიული კავშირი არ გვაქვს. ბატონი უსუფაშვილი, მისივე თქმით, ყოფილა სხვადასხვა პროექტში, სულ ეს არის,”- აცხადებს გრიგოლ გეგელია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ერთიანი ჩინეთის პრინციპს აღიარებს.
“რა თქმა უნდა, ვაღიარებ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. დიახ, კონტრაქტით, კვლევა მქონდა დაწერილი “დემოკრატიის აკადემიის” ფარგლებში, რომელიც იყო ნიდერლანდების სამეფოს გრანტი.
ჰქონდათ მსმენელებს შესაძლებლობა, დემოკრატიის კვლევის ფარგლებში, მოესმინათ, მათ შორის, ჩემი ლექცია.
ვებგვერდზე დაფინანსებისა და თითოეული პროექტის შესახებ საჯაროდ არის ინფორმაცია გამოქვეყნებული “, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა