“არავითარი პრო-ქართული ელემენტები იქ ამ ეტაპზე არ არსებობს” – რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში?
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ალბათ თვალს ადევნებთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც ე.წ. “რუსული ინვესტიციების” კანონის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა ე.წ. “მთავრობის” ადმინისტრაციაზე შტურმი მოაწყვეს, ხოლო პარლამენტში ფანჯრები დაამსხვრიეს. კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ტერიტორიების შეძენასა და ბიზნესის წარმოების თავისუფლებას გულისხმობს, რაც ფაქტობრივი კოლონიალიზმისა და ანექსიის პროცესია. ეს პროცესი კი დაწყებულია. მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს ორი რამ, რის გარეშეც ამ დემონსტრაციების გააზრება ვერ მოხდება:
1. დემონსტრანტები კანონს იმ სარჩულით ეწინააღმდეგებიან, თითქოს რუსეთში მცხოვრები, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურად ქართული მოსახლეობა აფხაზეთში მიწებს შეიძენს და შემდეგ ნელ-ნელა დაუბრუნებს მას საქართველოს. გუშინ დებატებს ვუყურებდი, სადაც სეპარატისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი მეორეს ეკამათებოდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეა და მიწებს შეიძენს აფხაზეთშიო. მარტივად რომ ვთქვათ, დემონსტრაციებს მაინც ანტიქართული სარჩული აქვს და არავითარი პრო-ქართული ელემენტები იქ ამ ეტაპზე არ არსებობს.
2. სეპარატისტების ოპოზიციაცა და ხელისუფლებაც ორივე პრო-რუსულადაა განწყობილი. დემონსტრანტები “რუსეთი-რუსეთი” გაჰყვირიან და თვითგამოცხადებული ლიდერის, ასლან ბჟანიას მოშორებას ისევ რუსულად, მოსკოვის დახმარებით ითხოვენ. ოკუპირებულ აფხაზეთში კლანები ერთმანეთს ძალაუფლებისათვის უპირისპირდებიან, თორემ რუსეთის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავინ გამოდის. რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული რუსული ბიზნესის გამოჩენით იl თავიანთი პოზიციების დაკარგვის ეშინიათ, რომელიც აქამდე რუსული ფულითვე იკვებებოდა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის რეალური მეტოქე არავინაა. სულ რომ ბჟანია ჩანაცვლდეს ახალი ლიდერიც რუსეთის ხელდასხმით შეიძლება მოვიდეს.
თვით თურქეთში მცხოვრები აფხაზებიც კი არ არიან რუსეთის გავლენების წინააღმდეგი ოკუპირებულ მიწებზე. ამ უკანასკნელებს უბრალდ თავიანთი გავლენის ზრდა უნდათ, თორემ რუსეთის სრულ მოშორებაზე არც ისინი არიან ორიენტირებულნი. სხვათა შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი პრო-რუსული ძალები თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს საფრთხობელად იყენებს ხოლმე და მოსკოვს ეუბნება მე უნდა.