არაერთხელ ვნახეთ, რომ ცალკეული უცხოური დაფინანსება ხმარდებოდა ისეთ მიზანს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულებებში, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები

არაერთხელ ვნახეთ, რომ ცალკეული უცხოური დაფინანსება ხმარდებოდა ისეთ მიზანს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საგრანტო ხელშეკრულებებში, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები
ჩვენ წარსული გამოცდილებიდან არაერთხელ ვნახეთ, რომ ერთი შეხედვით, კეთილშობილური მიზნებით, ცალკეული უცხოური დაფინანსება ხმარდებოდა ისეთ მიზანს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული რეალურად საგრანტო ხელშეკრულებებში, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ არსებობს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით,
„ნათლად გამოჩნდა, რომ პირდაპირ მიზანი ჰქონდათ, რომ დაფინანსება გაცემულიყო ისეთ ორგანიზაციებზე, რომელთა მიზანი იყო ს ჩაშლა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები არა მარტო ამ დაფინანსებასთან, არა არამედ სხვა დაფინანსებებთან დაკავშირებითაც“, – აცხადებს მახაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვის და რა თანხით აფინანსებდა დიპლომატიური წარმომადგენლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ს ინტერესის სფეროა ასევე მიმდინარე დაფინანსებებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

პუტინის ადმინისტრაციაში ქართველთმოძულე კირიენკოს მიერ არის მომზადებული დადგენილება დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესის დაწყების ამსახველი – შეიძლება იყოს სტრატეგიული ნაბიჯი

რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ – ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა