არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია იმ რეფორმების გატარება, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას სჭირდება – მაკა ბოჭორიშვილი

ევროინტეგრაციის პროცესში მომდევნო ეტაპი ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაა – მმართველი გუნდი გეგმავს, რომ რეკომენდაციები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეასრულოს და, 2024 წლის ბოლოს, წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად, განაცხადი გააკეთოს.
“ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც უმთავრესი თარიღი. ახლა, ჩვენს ქვეყანას, ნამდვილად ეწყება ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდი. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია იმ რეფორმების გატარება, რომელიც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ახლა უკვე უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი,” – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
“გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსებს. მომავალი ნაბიჯები კიდევ უფრო რთულია,” – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დადგა დრო, როდესაც სიმართლემ უნდა იზეიმოს- ამიტომაც უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა

მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება