არაერთი ქვეყნის დელეგაციის ბოიკოტი ლავროვს და დარბაზში დარჩენილი დარჩიაშვილი | ეუთოს სკანდალური მინისტერიალი სკოპიეში

ეუთოს სკანდალური მინისტერიალი და ოკუპანტი ქვეყნისა და დასავლური სამყაროს დაპირისპირება საერთაშორისო ტრიბუნიდან. დღეს სკოპიეში დიდი პოლიტიკური გარჩევის დღე იყო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ს საგარეო საქმეთა მინისტრს არაორაზროვნად განუმარტეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მსოფლიოს მხრიდან ყველა მიმართლებით არის და იქნება.
ბრალდებებით სავსე იყო თავად კრემლის ოდიოზური ფიგურის გამოსვლა. სერგეი ლავროვმა ღიად და არაერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებში ასევე საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში და თქვა, რომ 2008 წელს ოფიციალური თბილისი ვაშინგტონის დირექტივებით მოქმედებდა. სერგეი ლავროვს სამიტზე პროტესტი არაერთმა სახელმწიფომ გამოუცხადა, მისი სიტყვით გამოსვლის დროს დელეგაციები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ დარბაზს.