არაბულმა ბანკებმა რუსული კომპანიების შემოწმება გაამკაცრეს

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბანკებმა, -ის ზეწოლის ქვეშ, რუსული კომპანიების შემოწმება გაამკაცრეს. ინფორმაციას Bloomberg ბიზნესის მფლობელებსა და ბიზნესკონსულტანტებს შორის რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან რუსეთსა და მესამე ქვეყნებში ფულადი გზავნილები უფრო დეტალურად შემოწმდება და მათ უფრო მეტი დრო დაეთმობა. სააგენტოს თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ბანკი დამატებით დოკუმენტაციასაც ითხოვს და გადარიცხვის ან წარმომავლობის შემოწმებამდე შესაძლოა, ანგარიშზე თანხაც დაბლოკოს.
მაგალითად, ორმა წყარომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ს ერთ-ერთი უმსხვილესი სამთომომპოვებელი კომპანია, რომლის აქციონერები სანქციების ქვეშ იმყოფებიან, რამდენიმე თვეა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საბანკო ანგარიშის გახსნას ცდილობს. ამასთან, დუბაის ბანკ Mashreq-მა „გაზპრომბანკის“ ერთ-ერთი კორესპონდენტის ანგარიში დახურა.
ასევე, ძვირფასი ლითონების ბაზარზე შემოწმებებმა და რუსეთის უმსხვილეს ოქროს მომპოვებელთა წინააღმდეგ აშშ-ის ზომებმა განაპირობა ის, რომ აპრილიდან რუსულმა კომპანიებმა ვაჭრობა დუბაიდან ჰონგ კონგში გადაიტანეს. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლების მიერ გამკაცრებული შემოწმებები საშუალო ბიზნესის ზოგიერთ საწარმოს აიძულებს, სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, როგორიც არის ომანი და ბაჰრეინი.
უკრაინის ომის პირველ წელს არაბეთის გაერთიანებული საემიროები რუსეთიდან ფულის ნაკადს იზიდავდა, თუმცა, Bloomberg-ის ცნობით, ბოლო თვეებში ადგილობრივი ხელისუფლება იმ ხარვეზების აღმოფხვრას ცდილობს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს. საემიროები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის, ანუ FATF-ის „ნაცრისფერი სიიდან“ ქვეყნის ამოღებაზე მუშაობს. ამ სიაში მყოფი ქვეყნები გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან.
ახლახან Bloomberg წერდა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტს შეზღუდავს.

ასევე დაგაინტერესებთ