აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა და 295.5 მლნ დოლარი შეადგინა

აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა და 295.5 მლნ დოლარი შეადგინა
2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ დოლარი შეადგინა – 4 თვეში გადმორიცხულია 1,082.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები ს ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად – 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია