“ან გამოხატოს მადლიერება დე ლაურენტისისადმი, ან საუდის არაბეთში წავიდეს” – იტალიელი საფეხბურთო აგენტის რჩევა კვარაცხელიას

“ნაპოლი” ს ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ უთანხმდება. იტალიური პრესის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია და შეთანხმების მიღწევას სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში შეეცდებიან.
საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ Radio Marte-სთან ინტერვიუში ქართველი გააკრიტიკა და ურჩია, რომ დე ლაურენტისის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდეს.
“მაქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია “კვარას” კონტრაქტის თაობაზე? იმედი მაქვს შეთავაზებას დათანხმდება და ახალი პროექტის მთავარი სახე იქნება. კონტე ყველა ფეხბურთელს უკეთესს ხდის და აუმჯობესებს, “ნაპოლი” სკუდეტოს მოსაგებად მუდამ იბრძოლებს.
თუ ქ
ართველს მხოლოდ ფული აინტერესებს, მაშინ საუდის არაბეთში უნდა წავიდეს. არ მგონია რომ მხოლოდ ანაზღაურებაზე ფიქრობდეს, ამიტომ დე ლაურენტისის მიმართ მადლიერება უნდა გამოიჩინოს.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კლუბმა ბიუჯეტი უნდა დააბალანსოს, ამის საუკეთესო მაგალითი “ლიონია”, რომლებმაც თანხა არამიზნობრივად დახარჯეს და დღეს 500 მილიონის ვალდებულება გააჩნიათ”, – განაცხადა მორაბიტომ.
მადლობა პირიქით ლაურენტისმა უნდა გადაუხადოს კვარას,რადგან სწორედ კვარამ მოაგებინა სკუდეტო ნაპოლის.ეხლა კი კაბალურ კონტრაქტზე უნდა ხვიჩას დათანხმება,რომ მისი თანხმობის გარეშე გაფიქრებაც არ შეეძლოს კვარას სხვა გუნდში გადასვლაზე.მაგრა აჭამა ოსიმენს,კონტრაქტი რომ გაუგრძელა და მაღალი ხელფასი დაუნიშნა,რაც შეიძლება მას კარიერის ფასადაც კი დაუჯდეს.კვარა ამას არ ჭამს და არაფერი აქვს სამადლიერო.პირიქით,უმდურია ლაურენტისი,რომელმაც არ დაუფას ხვიჩას ამაგი და კაპიკი არ მოუმატა დღემდე.
კვარასთვის უმჯობესი იქნება მაგ გუნდიდან,რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს,ბევრი მიზეზის გამო.სათანადო ანაზღაურების გარდა,იმის გამო,რომ კონტის ტაქტიკიდან გამომდინარე,მისი თამაში იკარგება,კონტი მას თავისებურად იყენებს და ცდილობს კვარას პერსონალურ მომაცებებზე აქცენტის გაკეთებას,არ ცდილობს მის ვარსკვლავად ბოლომდე ჩამოყალიბებას შეუწყოს ხალი,ლუკაკუს,ჩემი აზრით,ყველაზე უშნო ფეხბულთელზე აწყობს თამაშს და კვარას მის მომარაგებლად აქცევს.კვარას ისეთი გუნდი სჭირდება,სადაც ძალიან მაგარი მარჯვენა გარემარბია,მაშინ დაცვას გაწელავენ და ნებისმიერ დაცვას გაუჭირდება ორივე მხარის დაბლოკვა.როცა გუნდში ერთი გამორჩეული,სახიფათო ფეხბურთელი,რორორიც კვარაა ან თუნდაც მეორეც ცენტრში,დაცვას უადვილდება კონტროლი.
იდეალური ვარიანტი იქნებოდა ბარსა ან ლივერპული,თუ სალახი დარჩება.