ანჯეი დუდა – უკრაინასაც რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს – თითოეულ მხარეს გარკვეული გაგებით მოუწევს დათმობა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს. ამის შესახებ დუდამ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მხოლოდ შეერთებულ შტატებს – და კერძოდ, მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს – აქვს ძალაუფლება, ში ს ომი დაასრულოს.
„დღეს ჩემი დასკვნა აბსოლუტურად ნათელია: შეერთებული შტატების გარდა ვერავინ შეძლებს ს შეჩერებას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ პრეზიდენტი , თავისი მონდომებით, შეძლებს ამ ომის დასრულებას. მხოლოდ ამერიკულ ზეწოლას შეუძლია რეალურად დაასრულოს ეს ომი და ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას”, -აღნიშნა დუდამ.
პოლონეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი მშვიდობა ორმხრივ დათმობებზე უნდა აიგოს. მისი თქმით, ომი ორივე ქვეყანას აზიანებს, ამიტომ, უკრაინას, სავარაუდოდ, კომპრომისზე წასვლა მოუწევს.
„ეს კომპრომისი უნდა იყოს. ვგულისხმობ, რომ ჩემი პირადი აზრით, ეს მშვიდობა იმ ფაქტამდე უნდა დავიდეს, რომ არცერთ მხარეს არ შეეძლება თქვას, რომ ეს ომი მოიგო, რადგან თითოეულ მხარეს გარკვეული გაგებით მოუწევს დათმობა. უკრაინასაც გარკვეული გაგებით მოუწევს უკან დახევა, რადგან ეს, სავარაუდოდ, მოხდება. რა დოზით? ამ ეტაპზე პასუხის გაცემა მიჭირს. ომი რუსეთს გამოფიტავს, ვლადიმერ პუტინი კი სარისკო თამაშს თამაშობს. ეს ომი საშინლად ექსპლუატაციას უწევს უკრაინას. ამ ქვეყნებს ომის დასრულება სურთ. თითოეულ მათგანს ამ ომის მოგება სურს, ეს ბუნებრივია“, – განმარტა დუდამ.