ანჯეი დუდა – რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია – არ შეიძლება, ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს, რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს!

რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია, – პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ს შესახებ გაკეთებული განცხადება ახსნა.
„უკრაინის წინააღმდეგ ს სასტიკ აგრესიასთან დაკავშირებით ჩემი ქმედებები და პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია: რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ოკუპაცია, დანაშაულს წარმოადგენს.
„არ შეიძლება, რომ ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს. რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს. მ უნდა გაიმარჯვოს, რადგან ეს ომი თავისუფალმა სამყარომ უნდა მოიგოს. ჩვენ ყველანი სასტიკი იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით ვდგავართ!“ – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა Kanal Zero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცის დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ სჯერა, რომ უკრაინა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს.
ანჯეი დუდას განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილი ზვარიში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყირიმი არის უკრაინა: ეს ასეა და ასე იქნება“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ