პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, დონალდ ტრამპს აქვს საშუალებები იმისთვის, რომ რუსეთი აიძულოს, მშვიდობა დაამყაროს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტრამპი ერთადერთია, ვისაც შეუძლია აიძულოს პუტინი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
„ამერიკას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აიძულოს რუსეთი, პატივი სცეს გარკვეულ ქმედებებს. ასე რომ, თუ ვინმეს შეუძლია აიძულოს ვლადიმერ პუტინი მშვიდობა დაამყაროს, ეს არის ამერიკა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, პუტინთან ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა „რეალობა დაინახა“ და მას აქვს „სათანადო ინსტრუმენტები პუტინის ფუნდამენტური ინტერესების დასაბლოკად“.
„მას შეუძლია დაინახოს, რა პოზიცია აქვს და რამდენად არის მზად ომის დასრულებასთან დაკავშირებით სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს საშუალებები, რომ რუსეთს დამორჩილება აიძულოს. ზოგიერთი ეს საშუალება შეიძლება იყოს ძალიან რადიკალური, ძალიან მკაცრი, განსაკუთრებით სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი. მაგრამ მე მჯერა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს მათ განხორციელებას“, – აღნიშნა დუდამ.
