ანჯაფარიძე: დასავლელი ლიდერების პრობლემაა, რომ …

დასავლელი ლიდერების პრობლემაა, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეობთან აიგივებენ და არ სურთ რეალური სურათის დანახვა. 2012 წელს საზოგადოებამ ეს სურათი დაანახა და იძულებული გახადა, ვეღარ ეჩუქებინათ არჩევნები მათი მარიონეტებისთვის
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.
ანალიტიკოსის თქმით, დასავლელი ლიდერების ქრონიკული პრობლემა ის გახლავთ, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეობთან და მათ “მრევლთან” აიგივებენ რატომღაც და არ სურთ რეალური სურათის დანახვა.
მისივე თქმით, 12 წლის შემდეგ ისევ დასჭირდებათ შეხსენება, თუ ვინ წარმოადგენს რეალურად ქართველ საზოგადოებას.
“26 ოქტომბერს დაინახავენ როგორ სცემს პატივს “ქართული ოცნება” საზოგადოებას და რა არჩევანს გააკეთებს ის. დასავლელი ლიდერების ქრონიკული პრობლემა ის გახლავთ, რომ ქართულ საზოგადოებას მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეობთან და მათ “მრევლთან” აიგივებენ რატომღაც და არ სურთ რეალური სურათის დანახვა. 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ მათ ეს რეალური სურათი დაანახა და იძულებული გახადა, მორიგ ჯერზე ვეღარ ეჩუქებინათ არჩევნები მათი მარიონეტებისთვის. მათ კი ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს. ისევ მოისურვეს მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში. ეტყობა 12 წლის შემდეგ ისევ დასჭირდებათ შეხსენება, თუ ვინ წარმოადგენს რეალურად ქართველ საზოგადოებას”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს