“ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული” – რას ამბობს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, , რუსთაველის გამზირზე შეკრებულ ადამიანებს მიმართავს და ამბობს:
დღეს აქ მრავალთა მარშის შუა, მოდიოდა ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, ანწუხელიძის მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებულნი, ვიყოთ ერთგულნი იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგევართ, თორემ არ ვიქნებოდით, თორემ, საქართველო არ იქნებოდა. საქართველო არასოდეს ეგუება, არასოდეს თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართალნი ხართ თქვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით – მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად