ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? – “რომას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს ბინადარ “რომას” მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს.
მოგეხსენებათ, “ჯალოროსის” ამჟამად კლაუდიო რანიერი ავარჯიშებს, რომელიც დაკავებულ პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დატოვებს.
“მგლების” სამიზნეები კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი, ან ჯან პიერო გასპერინი არიან. ამ დროისთვის უმუშევარი მხოლოდ ალეგრია, რომელიც გასულ ზაფხულს “იუვენტუსიდან” წამოვიდა და ამჟამად კლუბის გარეშეა.
შეგახსენებთ, რომ “რომაში” მიმდინარე სეზონი მთავარი მწვრთნელის რანგში დანიელე დე როსიმ დაიწყო, რომელიც იუვან იურიჩმა ჩაანაცვლა, ხორვატის ადგილი კი სწორედ რანიერიმ დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში