ანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი ბუფონს გადაუსწრო

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდი ისტორიაში მეათედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რაც “სიტის” დამრიგებლის ხოსეპ გვარდიოლას შედეგის გამეორებაა.
იტალიელმა ეს ნიშნული სწორედ პეპის კლუბთან მეოთხედფინალურ 2-რაუნდიან დაპირისპირებაში დააფიქსირა, როდესაც “ეტიჰადზე” პენალტების სერიაში იმარჯვა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა მანუელ ნოიერი, რომლის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “არსენალს” 1:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში მათ სასარგებლოდ 3:2 დაფიქსირდა და ნახევარფინალშიც გავიდნენ.
ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე კარი 58-ე შეხვედრაში შეინახა მშრალად და კასილასს გადაასწრო (57 მატჩი გოლგაუშვებლად).

ასევე დაგაინტერესებთ