ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში გივი მიქანაძის ბიოგრაფიას აქვეყნებს:
,,გივი მიქანაძეს ბიოგრაფიას ხომ არ გაეცნობოდით?
2001-2002 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოწვეული ლექტორი
მდაააჰ, წარმოიდგინეთ რა კორუფციის წლებია, მილიციას ბლოკპოსტები რომ აქვს ჩადგმული და ფულის გარეშე არ გატარებს..
2003-2004 წლებში, კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე.
აჰ, ნაცები მოვიდნენ და ადამიანის უფლებებზე დაუწყია მუშაობა
2004-2005 წლებში ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ – ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში
ხალხოოოოო, ტიპი ნაცების დროს, უშუალოდ მუშაობდა სასჯელაღსრულების რეფორმაზე და ერთი ხმა არ დასცდენია რა ხდებოდა შიგნით..
2005 წელს ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ – პროექტის დირექტორი
აჰ, ქუთაისის ციხის პერსონალს ამზადებდა ნეტა რაში? რავი, ბოლოს ცოცხები მიიღეს და მაგაში?
2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ნაცების ყველაზე მძიმე დროს, როცა რეჟიმად იქცნენ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო მთელი 3 წელი, ანუ ზუსტად იცოდა ციხეებში რა ხდებოდა და თქვენ რა გგონიათ რა მოიმოქმედა?
მდაააჰ, არც არაფერი
პირში წყალი ჩაიგუბა და ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ
და მერე ეს უცებ გაქოცდა
ანუ მოდით გავიაზროთ, ნაცების დროს, სასჯელაღსრულების სისტემის მიმართულებით მუშაობდა და სრულად ჩახედული იყო ციხეებში რა ხდებოდა ჰო?
კააი, გავაგრძელოთ:
2009 წელს თბილისის მერიის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა
ანუ ციხეებში ჰო უყურებდა რა ხდებოდა, აი ტიპი უბრალოდ ადგა და სხვა თანამდებობაზე გადაბარგდა, ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხზე იმუშავა და ნაცებში დარჩა ბედნიერად
2009 წელს მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროექტში „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“
2009 წელია, ნაცებს ნულოვანი ტოლერანტობა აქვთ გამოცხადებული და მიქანაძე თვითმმართველობებს ავითარებს
კაია, კაი
ანუ ცოცხების უკანალში გაკეთებაზე მთელი ერი რომ ფეხზე დავდექით,
ეს კაცი ყოველ დღე უყურებდა, რა ქნა? არც არაფერი, ჩვენ რომ ნაცებზე გავიმარჯვეთ, ეს სად იყო კაცმა არ იცის,
მერე უცებ გაშლილ სუფრას მოუჯდა და გაქოცდა,
ახლა კიდევ განათლების მინისტრად დაინიშნა
ჰოდა რავი,
რასაც ახლა რუსეთი მიზანმიმართულად გვიკეთებს,
ეგ არ უქნია საბჭოთა კავშირის დროსაც კი!
ნაცების დროს, ციხეების რეფორმებზე მომუშავე ტიპი, ნაცების იუსტიციის
მინისტრის მოადგილე დასვეს განათლების მინისტრად!“
