ანუკ ემე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამშაბათს პარიზში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი კინომსახიობი ანუკ ემე.

ანუკ ემე (ნამდვილი სახელი ნიკოლ ფრანსუა დრეიფუსი) თეატრალურ ოჯახში დაიბადა. საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს, ოჯახი იძულებული გახდა, მოგონილი სახელით დამალულიყო. საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ, 13 წლის ნიკოლმა პირველად ითამაშა ფილმში. მან თავისი პირველი გმირის, ანუკის, სახელი თავის ფსევდონიმად აირჩია.

ანუკ ემემ კარიერა კინოს სამყაროში 40-იან წლებში დაიწყო. 1960-იან წლებში, ის საკულტო მსახიობად იქცა მას შემდეგ, რაც ითამაშა ფედერიკო ფელინის “8 1/2-ში”, ჟაკ დემის “ლოლაში” და კლოდ ლელუშის “ქალი და მამაკაცში”. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ანუკ ემემ “ოქროს გლობუსის” ჯილდო მიიღო და გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელიც ფრანგულენოვანი როლისთვის “ოსკარის” ჯილდოზე იყო ნომინირებული.