ევროკავშირის ლიდერები ვირტუალურ სამიტს მართავენ, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობა.
„ევროპული საბჭოს წევრებთან ვიდეოკონფერენცია უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, – წერს კოშტა.
მისი განცხადებით, უკრაინა ლიდერების დღის წესრიგის სათავეში იყო და დარჩება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, რადგან ბლოკი აგრძელებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას.
„პირველი ნაბიჯის სახით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
