ანტონიო კოშტა – ევროპული საბჭოს სამიტის დასრულებისთანავე ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე – ხაზი გავუსვი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ჩვენს ერთგულებას რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად

ევროპული საბჭოს წევრებთან საუბრის დასრულებისთანავე, ტელეფონით დავუკავშირდი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ხაზი გავუსვი ევროკავშირის ერთიანობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ასევე ჩვენს ერთგულებას რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ ევოპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია მკვლელობების შეჩერება, ტყვეების გაცვლის პროცესის წინსვლა და რუსეთის მიერ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნების უზრუნველყოფა. ვიმუშავებთ შეერთებულ შტატებთან ერთად კონკრეტულ და აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებზე“, – წერს ანტონიო კოშტა.
მისი თქმით, საჭიროა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება და გაფართოების პროცესის წინსვლა.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან და -სთან ერთად მოვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და გაფართოების პროცესის წინსვლა. უკრაინის მომავალი ასევე იმ კეთილდღეობასა და სტაბილურობაშია, რომლის უზრუნველყოფაც ევროკავშირის წევრობას შეუძლია“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალური სამიტი გამართეს, რომლის მიზანი ვაშინგტონში გუშინდელი მოლაპარაკებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ 27-ვე ქვეყნის ლიდერებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება