“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კითხვა გუნდის წლევანდელ შედეგებსა და დამრიგებელ ლუის ენრიკეს შესახებ დაუსვეს.
“პსჟ შთამბეჭდავი გუნდია. ლუის ენრიკემ კი წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. ვფიქრობ, მათ ორი მატჩის ჯამში “ლივერპულის” ბარიერის დაძლევა და შემდეგი ეტაპის საგზური დაიმსახურეს.
ვიცი რას ნიშნავს “ენფილდზე” თამაში. ყველას არ შეუძლია, რომ წაგებულის სტატუსით “ლივერპულს” გასვლაზე თამაში შემოუტრიალოს.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ რა შესანიშნავი სეზონი აქვს “ლივერპულს” და რა სხვაობთაა პრემიერ ლიგაში წინ. ეს მართლაც დიდებული გამარჯვება იყო”, – თქვა კონტემ.
