ანტისაოკუპაციო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გორში იარაღის უკანანო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

გორში, 4 ივნისს საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რესტო-ბარ “Black Stars-ის” მფლობელი იოსებ (სოსო) ბაბაევი დააკავეს. ბაბაევი ანტისაოკუპაციო პროტესტის აქტიური მონაწილეა წლების მანძილზე.
როგორც -ში ნეტგაზეთს განუცხადეს, ბაბაევს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.
ბაბაევის ინტერესების დამცველი კახა კალმახელიძე, დაკავებულის მონაყოლზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაბაევი 4 ივნისს, ახლად დაღამებულზე გორის შესასვლელში დააკავეს და დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადვოკატი ჰყვება, რომ პოლიციის ეკიპაჟების მისვლამდე და დაკავებამდე ბაბაევის მანქანას უცხო მანქანა აეკიდა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. კალმახელიძე ამბობს, რომ მანქანიდან გადმოყვანისას ბაბაევს პისტოლეტი “ჩაუდეს” და მის თვალწინვე ჩადეს ავტომატი ბაბაევის კუთვნილი ავტომობილის საბარგულში.
პისტოლეტისა და ავტომატის საკითხზე შსს ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს და არც ადასტურებს.
ადვოკატის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა გადაღება უკვე პისტოლეტისა და ავტომატის ჩადების შემდეგ დაიწყეს, როცა დაკავებულის მონათხრობის თანახმად, “ვითომ აღმოაჩინეს” იარაღი.
კახა კალმახელიძე ამბობს, რომ დაკავებულ ბაბაევს შემოახიეს ტანსაცმელი და მას თავზე, სახეზე, ხელებზე დაზიანებები და სისხლჩაქცევები ეტყობა. მისი თქმით, ბაბაევის დაკავება მის პოლიტიკურ შეხედულებებსა და აქტივობას უკავშირდება.
ადვოკატის თქმით, ბაბაევმა მას მოუყვა, რომ დაკავებისას პოლიციელები ეუბნებოდნენ, როგორ არ რცხვენოდა იმ ადამიანების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გვერდით დგომა, ვისთანაც იდგა.
სოსო ბაბაევი ანტირუსული პროტესტების მონაწილეა, რიგ შემთხვევებში ინიციატორიც და ხელისუფლებისადმი მწვავედ კრიტიკული განწყობებით არის ცნობილი. მის რესტო-ბარში სანქცირებულებად მოიხსენიება და არ დაიშვება ე.წ. კლანის ის 4 მოსამართლე, რომელთაც სანქციები -მ გასული წლის აპრილში დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი – ის არის მოღალატე ხელისუფლება

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა – თუ ივანიშვილი 26 ოქტომბერს არ გავისტუმრეთ, საქართველოს აღარ ექნება ბმა დასავლურ სამყაროსთან