ანტისამთავრობო აქციების დროს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა 23 წლის არიანა არჯმანდი პირდაპირი გასროლით მოკლეს

ანტისამთავრობო აქციების დროს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა 23 წლის არიანა არჯმანდი პირდაპირი გასროლით მოკლეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაცია ავრცელებს. Hengaw-ის ცნობით, 23 წლის არჯმანდი 2026 წლის 8 იანვრის საღამოს მოკლეს. ის წარმოშობით ბორუჯერდიდან იყო, რომელიც ირანის დასავლეთით მდებარეობს. ახალგაზრდა კაცის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ორგანიზაციას განუცხადა, რომ არჯმანდს საპოლიციო ძალებმა მაშინ ესროლეს, როდესაც ის მათგან გაქცევასა და თავის დაღწევას ცდილობდა.
Hengaw-ის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ოჯახს აცნობა, რომ არჯმანდის ცხედრის გადაცემაზე თანხმობას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც ოჯახი დათანხმდებოდა, საჯაროდ ეთქვათ, რომ ის „ბასიჯის წევრი“ იყო. [“ბასიჯი” ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ნაწილი.]
მას შემდეგ, რაც ოჯახმა უარი თქვა ამ მოთხოვნებზე, მისი ცხედარი ღამით, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე დაკრძალეს.